ქართული ღვინო

გინესის მსოფლიო რეკორდების წიგნი: ყველაზე ძველი ღვინო საქართველოშია აღმოჩენილი

0 კომენტარი
ფოტო: facebook.com/mfageorgia

გინესის მსოფლიო რეკორდების წიგნის მიხედვით, ქართული ღვინო მსოფლიოში ყველაზე ძველია. ამის შესახებ მათ მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში წერია. 

განცხადების მიხედვით, საქართველოში, თბილისიდან 50 კილომეტრის დაშორებით მდებარე გადაჭრილ გორასა და შულავერის გორასთან არქეოლოგიური გათხრების შედეგად, მკვლევარებმა თიხის ჭურჭელზე ღვინის ქიმიური ნარჩენები აღმოაჩინეს, რომელიც ჩვენს წელთაღრიცხვამდე, დაახლოებით, 6 000 - 5 800 წლებით თარიღდება. მკვლევარებმა ნარჩენები ღვინოდ მიიჩნიეს, რადგან ის ღვინის მჟავას შეიცავდა, რომელსაც მხოლოდ შუა აღმოსავლეთში გავრცელებული ევრაზიული ჯიშის ყურძნის შემადგენლობაში შედის. ამასთან, მათივე ცნობით, ნარჩენებში აღმოჩნდა სხვა ორგანული მჟავები (ვაშლის, ლიმონისა და ქარვის), რომლებსაც ასევე შეიცავს ევრაზიული ყურძენი. 

განცხადებაში წერია, რომ ღვინის ნარჩენები დიდი ტევადობის ქილებში იპოვეს, რაც სავარაუდოდ, ღვინის ასადუღებლად, დასაძველებლად და შესანახად გამოიყენებოდა. ამ დრომდე ყველაზე ძველ ღვინოდ ირანული ღვინო მიიჩნეოდა, რომელიც ჩვენს წელთაღრიცხვამდე 5 400 - 5 000 წლებით თარიღდებოდა, ახალი აღმოჩენა კი, დაახლოებით, 600 - 1 000 წლით ადრეულ პერიოდს მოიცავს. 

აღმოჩენა პროფესორმა პატრიკ მაკგოვერნმა გააკეთა, რომელიც პენსილვანიის უნივერსიტეტის არქეოლოგიისა და ანთროპოლოგიის მუზეუმის არქეოლოგია და, ამასთან, დაწერილი არის ავტორი კვლევისა "სამხრეთ კავკასიაში საქართველოს ადრეული ნეოლითური ღვინო". კვლევა 2017 წლის ნოემბერში მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ჟურნალში გამოქვეყნდა. 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

შსს: დავაკავეთ ბიზნესპარტნიორები, რომლებმაც დავის გადასაწყვეტად კანონიერ ქურდებს მიმართეს

კომენტარები