ვიზალიბერალიზაცია

ვიზალიბერალიზაციით საქართველოს 230,142-მა მოქალაქემ ისარგებლა

Reuters

შენგენის ზონაში უვიზო მიმოსვლით 2018 წლის 16 თებერვლის ჩათვლით 230,142-მა მოქალაქემ ისარგებლა. ამის შესახებ ტაბულას მიერ შსს-სგან გამოთხოვილი ინფორმაციიდან ირკვევა.

შსს-ს განმარტებით აღნიშნული სტატისტიკა მხოლოდ საჰაერო გზით შენგენის ზონაში ვიზიტის ფაქტებს ეხება, შესაბამისად მაღალი ალბათობით იმ ადამიანთა რაოდენობა, ვინც უვიზო რეჟიმით ისარგებლა 230,142-ს აღემატება.

რაც შეეხება საზღვრიდან გამობრუნების შემთხვევებს, მათი მთლიანი რაოდენობა 802-ია. ეს მთლიანი ნაკადის 0.3%-ია.

ტაბულამ ასევე გამოითხოვა ინფორმაცია იმის შესახებ თუ რომელმა ქვეყნებმა უთრხეს უარი საქართველოს მოქალაქეებს საზღვარზე შეშვებაზე. აღნიშნული ინფორმაცია სამინისტროსგან ჯერ არ მიგვიღია.

ვიზალიბერალიზაცია 2017 წლის 28 მარტს ამოქმედდა.

კომენტარები