ვიზალიბერალიზაცია

საქართველოს მოქალაქეთა 0.34%-მა შენგენის ზონაში შესვლაზე უარი მიიღო

flickr.com

ვიზალიბერალიზაციის ამოქმედების შემდეგ, შენგენის ზონაში საზღვარზე შესვლაზე უარი საქართველოს 802-მა მოქალაქემ მიიღო, ამის შესახებ ტაბულას მიერ შსს-სგან გამოთხოვილი ინფორმაციიდან ირკვევა. 

სამინისტროს ინფორმაციით, 2018 წლის 16 თებერვლის მდგომარეობით, საქართველოდან ევროკავშირში გამგზავრება 230,944-მა პირმა სცადა, აქედან 802 საზღვრიდან გამოაბრუნეს, რაც მთლიანი ნაკადის 0.34%-ია. 

შსს-ს განმარტებით აღნიშნული სტატისტიკა მხოლოდ საჰაერო გზით შენგენის ზონაში ვიზიტის ფაქტებს ეხება, შესაბამისად მაღალი ალბათობით იმ ადამიანთა რაოდენობა, ვინც უვიზო რეჟიმით ისარგებლა 230,142-ს აღემატება.

ტაბულამ ასევე გამოითხოვა ინფორმაცია იმის შესახებ თუ რომელმა ქვეყნებმა უთრხეს უარი საქართველოს მოქალაქეებს საზღვარზე შეშვებაზე. აღნიშნული ინფორმაცია სამინისტროსგან ჯერ არ მიგვიღია.

ვიზალიბერალიზაცია 2017 წლის 28 მარტს ამოქმედდა.

წაიკითხეთ სტატია - რა შემთხვევაში შეიძლება გამოგაბრუნონ ევროკავშირის საზღვრიდან.

კომენტარები