ვითარება გზებზე

ალპანა-ცაგერის საავტომობილო გზის ნაწილზე მოძრაობა აკრძალულია

გზების დეპარტამენტი

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ალპანა-ცაგერის საავტომობილო გზის მე-16 კმ-ზე მოძრაობა აკრძალულია. უწყება ამის მიზეზად მეწყრული პროცესების გააქტიურებას ასახელებს.

"შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ალპანა-ცაგერის საავტომობილო გზის მე-16 კმ-ზე ჩამოვიდა კლდოვანი მასა, რის გამო ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა იკრძალება.

მეწყრული პროცესების გააქტიურების გამო, მაღალი გამავლობის ავტოტრანსპორტის მოძრაობა გადართულია სოფელ კურცობზე გამავალ ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზაზე, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია", - აცხადებენ გზების დეპარტამენტში.

კომენტარები