რუსეთი

დუმას თავმჯდომარე ჟურნალისტ ქალებს: თუ აქ მუშაობა საშიშია, სამსახური შეიცვალეთ

ვიაჩესლავ ვოლოდინი
kremlin.ru

რუსეთის სახელმწიფო დუმას თავმჯდეომარემ, ვიაჩესლავ ვოლოდინმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ თუ ისინიც დუმაში თავს უსაფრტოდ ვერ გრძნობენ, სამსახური უნდა შეიცვალონ.

"თქვენთვის სახიფათოა დუმაში მუშაობა? თუ დიახ, მაშინ შეიცვალეთ სამსახური." თქვა მან.

მისი ეს კომენტარი 3 რუსი ჟურნალისტი ქალის მიერ დუმას დეპუტატის, ლეონიდ სლუცკინის მხრიდან სექსუალურ შევიწროებაზე ჩივილს მოჰყვა.

ვოლოდინის თქმით ამ გზით ლიბერალი ჟურნალისტები წინასაარჩევნო პერიოდში დეპუტატების დისკრედიტაციას ცდილობენ.

შეგახსენებთ, რომ რუსეთში საპრეზიენტო არჩევნები 18 მარტს ჩატარდება.

კომენტარები