რუსეთის პრეზიდენტის არჩევნები 2018

ქეთა თოფურია და გრეგორი ლეპსი პუტინის მხარდამჭერ კლიპში მონაწილეობენ

0 კომენტარი
ფოტო: TACC

ქეთა თოფურია და გრეგორი ლეპსი პუტინის მხარდამჭერ კლიპში მონაწილეობენ

ქეთა თოფურია და გრეგორი ლეპსი პუტინის მხარდამჭერ კლიპში მონაწილეობენ. ვიდეო რუსულმა სააგენტო TACC-მა გაავრცელა. სიმღერას Путеводная звезда (გზამკვლევი ვარსკვლავი) ჰქვია. 

თოფურიამ რამდენიმე დღის წინ ინსტაგრამზე რუსეთის მცხოვრებლებს მოუწოდა, პრეზიდენტის არჩევნებში, რომელიც 18 მარტს იმართება, მონაწილეობა მიიღონ. საქართველოს მოქალაქეების მხრიდან კრიტიკის საპასუხოდ კი თქვა, რომ "იქნება და წადით და პუტინისგან დაიხსენით თავიო, მაგას ვგულისხმობ???". მან ასევე თქვა, რომ "დედა საქართველოს სააკაშვილმა მოუ**ნა და არა პუტინმა". 

"ხალხნო იმენა ბრმა კლოუნები ხართ. დედა საქართველოს სააკაშვილმა მოუ**ნა და არა პუტინმა, მე მაინც არ ვიცნობდე პირადად გიჟს - რომ არ იცით დეტალები, გაჩუმდით მაინც. ანუ მე სულ ვცდილობ, რომ ვიყო პოლიტიკისგან შორს, მაგრამ ამ შემთხვევაში ძაან გავბრაზდი, რომ ასეთი რეაქცია მოჰყვა იმას, რომ წადით არჩევნებზეო დავწერე. იქნება და წადით და პუტინისგან დაიხსენით თავიო, მაგას ვგულისხმობ??? იმასაც ვერ ხვდებით, რომ თუ არ წავლენ, უფრო გაუადვილდებათ გაყალბება და კი არ მეშინია მე ჩემი პოზიციის, ახლავე გაგაგებინებთ, რომ ჩემი აზრით, დღეს რომ აირჩიონ სხვა, რუსეთში ცხოვრება იქნება შეუძლებელი, აქ ისეთი ამბავი ატყდება, თქვენ რომ არ დაგესიზმრებათ, 2008 იქნება სიზმარი, ამიტომ სანამ რამეს დაწერთ, გაერკვიეთ მაინც, ბლიად." - დაწერა თოფურიამ ინსტაგრამზე.

გრეგორი ლეპსი კი, რომელმაც საქართველოში კონცერტი 2014 წელს გამართა, ყირიმის ოკუპაციას ამართლებს. 

საქართველოს ტერიტორიების 20% რუსეთის მიერ არის ოკუპირებული. 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

შსს: დავაკავეთ 6 პირი, რომლებმაც საქმის გასარჩევად "კანონიერ ქურდს", ბურდღუნიჩას მიმართეს - VIDEO

კომენტარები