კოკა-კოლა

კოკა-კოლა არსებობის ისტორიაში პირველად ალკოჰოლურ სასმელს გამოუშვებს

getty images

კოკა-კოლა, კომპანიის 125-წლიანი არსებობის ისტორიაში პირველად ალკოჰოლურ სასმელს გამოუშვებს. 

ახალ სასმელში ალკოჰოლის შემცველობა 3%-იდან 8%-მდე იქნება.

იაპონიაში, კოკა-კოლის მფლობელის თქმით ეს ექსპერიმენტი იქნება და სავარაუდოდ, სასმელი იაპონიის საზღვრებს გარეთ არ გაიყიდება.

"ჩვენ აქამდე მსგავსი ექსპერიმენტი არ გვქონია, მაგრამ ეს იქნება მაგალითი, რომ შეგვიძლია გამოვიყენოთ სხვა შანსები და გავცდეთ საზღვრებს." - თქვა იაპონიაში კოკა-კოლის მფლობელმა.

კომენტარები