საუდის არაბეთი

საუდის არაბეთის ტახტის მემკვიდრე: თურქეთი "ბოროტების სამკუთხედის" ნაწილია

AFP/Getty Images

საუდის არაბეთის ტახტის მემკვიდრემ, მუჰამედ ბინ სალმანმა ეგვიპტეში ოფიციალური ვიზიტისას თქვა, რომ თურქეთი ირანთან და რადიკალურ ისლამისტურ დაჯგუფებებთან ერთად "ბოროტების სამკუთხედის" ნაწილია. ამის შესახებ ეგვიპტური გაზეთი ალ-შურუკი წერს.

"ბოროტების თანამედრო სამკუთხედი ირანის, თურქეთის და ექსტრემისტული რელიგიური დაჯგუფებებისაგან შედგება." თქვა მან.

გავრცელებული ცნობით ეგვიპტის ხელისუფლებასთან და მედიასთან შეხვედრისას მუჰამედ ბინ სალმანმა ახლო აღმოსავლეთის რეგიონში არსებულ სიტუაციაზე ისაუბრა. მან თურქეთი ისლამური სახალიფოს დაბრუნების მცდელობაში დაადანაშაულა.

მან კატარის ემბარგოზეც ისაუბრა და ის ამერიკის 60 წლის წინ კუბასთვის დაწესებულ ემბარგოს შეადარა.

საუდის არაბეთმა, არაბეთის გაერთიანებულმა საამიროებმა და ბაჰრეინმა კატართან დიპლომატიური და სავაჭრო კავშირი გასული წლის ივნისში გაწყვიტეს და ქვეყანასთან საჰაერო, საზღვაო და სახმელეთო საზღვარი დახურეს. მათ ქვეყანა ტერორისტული დაჯგუფებების დაფინანსებაში დაადანაშაულეს.

კომენტარები