ძალადობა

გარი ოლდმენის შვილმა მამა დაიცვა და თქვა, რომ მას ყოფილ ცოლზე არ უძალადია

ბრიტანელი ოსკაროსანი მსახიობის გარი ოლდმენის შვილმა მამის დასაცავად წერილი გაავრცელა. 20 წლის გულივერ ოლდმენის მტკიცებით, მამამისი უდანაშაულოა და ყოფილ ცოლზე, გულივერის დედაზე, დონია ფიორენტინოზე, არ უძალადია.

გულივერის თქმით, ის "ინციდენტს" შეესწრო და რაც ოდლმენს დააბრალეს, უბრალოდ, არ მომხდარა. "მამაჩემი უდანაშაულოა"- ამტკიცებს გულივერი.

ფიორენტინომ მასზე ძალადობა ტელეფონის გამოყენებით და დახრჩობის მცდელობა შვილების (მათ შორის, გულივერის) თანდასწრებით ოლდმენს 2001 წელს დააბრალა. გამოძიებამ ის დამნაშავედ არ მიიჩნია და შვილებზე მეურვეობაც დააკისრა, რაც გულივერს იმის საბუთად მოჰყავს, რომ მოძალადეს არავინ მისცემდა მეურვეობას. 

ოსკარების ცერემონიის შემდეგ ფიორენტინომ კიდევ ერთი ინტერვიუ მისცა და აკადემია ოდლმენის დაჯილდოებისთვის ორმაგ სტანდარტში დაადანაშაულა. 

გულივერს შვიდი წელია დედასთან ურთიერთობა აღარ აქვს. 

"უბრალოდ მინდა, მამაჩემი დავიცვა, როგორც ადამიანი და მსახიობი. ის ძალიან კეთილი და დაუჯერებლად ნიჭიერი ადამიანია, რომელიც ოჯახის სიყვარულს და ბედნიერებას არაფერში გაცვლის" - წერს გულივერი.

მისი თქმით, ეს ამბავი 16 წლის წინ უნდა დასრულებულიყო და მამამისს ასეთ მნიშვნელოვან წელს წარმატებით ტკბობის საშუალება უნდა მიეცეს.

 

კომენტარები