ევროპარლამენტი

ევროპარლამენტი რუსეთსა და აზერბაიჯანში საპრეზიდენტო არჩევნებს არ დააკვირდება

ევროპარლამენტმა რუსეთსა და აზერბაიჯანში დაგეგმილი საპრეზიდენტო არჩევნების შესახებ განცხადება გაავრცელა.

განცხადების მიხედვით ევროპარლამენტის დემოკრატიის ხელშეწყობისა და არჩევნების კოორდინაციის ჯგუფი ამ არჩევნებს არ დააკვირდება.

"საპრეზიდენტო არჩევნები რუსეთში 2018 წლის 18 მარტს, ხოლო აზერბაიჯანში 11 აპრილს ჩატარდება.

ევროპული პარლამენტი ამ საარჩევნო პროცესებს არ დააკვირდება და შესაბამისად არ გააკეთებს კომენტარს არც პროცესზე და არც შემდეგ გამოცხადებულ შედეგებზე. ევროპის პარლამენტის არც ერთ დამოუკიდებელი წევრს აქვს ამ საარჩევნო პროცესებზე დაკვირვების და კომენტარის გაკეთების მანდატი მისი სახელით.

შესაბამისად, თუ ევროპის პარლამენტის რომელიმე წევრი გადაწყვეტს დააკვირდეს ამ არჩევნებს, ის ამას საკუთარი ინიციატივით გააკეთებს და არავითარ შემთხვევაში არ ჩართავს ევროპის პარლამენტს მის განცხადებაში ან ქმედებაში.

ოფიციალური რუსული ორგანიზაციებისაგან შემოთავაზება, რომ საერთაშორისო დამკვირვებლების მგზავრობისა და ცხოვრების ხარჯებს დაფარავდნენ, არჩევნების დაკვირვების ფუნდამენტური ეთიკის წინააღმდეგ მიდის.

რაც შეეხება აზერბაიჯანს, ევროპული პარლამენტი პლენარულ სხდომაზე შეიმუშავებს ანგარიშს ევროკავშირსა და აზერბაიჯანს შორის ურთიერთობების შესახებ. მხოლოდ ეს ანგარიში წარმოადგენს ევროპული პარლამენტის ოფიციალურ პოზიციას ამ საკითხზე." ნათქვამია განცხადებაში.

კომენტარები