8 მარტი

ჰომოფობთა და ტრანსფობთა ჯგუფი იუსტიციის სახლთან აქციას მართავს

0 კომენტარი
ფოტო: ტაბულა

ჰომოფობთა და ტრანსფობთა ჯგუფი იუსტიციის სახლთან აქციას მართავს

იუსტიციის სახლთან, სადაც 15:00 საათზე ტრანსგენდერ ქალთა უფლებების მხარდამჭერი აქცია უნდა დაიწყოს, ჰომოფობთა და ტრანსფობთა მცირე ჯგუფი შეიკრიბა.

მათ პლაკატები უჭირავთ წარწერებით: "აიკრძალოს ლგბტ პროპაგანდა", "მამათმავლობა ცოდვა, გარყვნილება და პათოლოგიაა", "დავიცვათ ბავშვები სოდომიის" პროპაგანდისგან". 

იუსტიციის სახლთან 8 მარტთან, ქალთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით აქცია იგეგმება სახელწოდებით "მე ვარ ქალი - აღიარე!". 

აქციის ორგანიზატორების თქმით, ტრანსგენდერ ქალებს დღეს მწვავე პრობლემები აქვთ, მათ ხშირად ესხმიან თავს და აყენებენ ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფას, უმეტესობა განდევნილია საკუთარი ოჯახიდან, მათ თითქმის არ აქვთ დასაქმების პერსპექტივა, ხშირად განიცდიან დისკრიმინაციას სამართლდამცავებისაგან, ექიმებისა და სხვა იმ პროფესიის ადამიანებისაგან, რომლებიც ვალდებულნი არიან, დაეხმარონ მათ.

"ერთ-ერთი ყველაზე მწვავე პრობლემა, რაც საქართველოში ტრანსგენდერ ადამიანებს აწუხებთ, არის პირადობის მოწმობაში სქესის შეცვლის არაჰუმანური პროცედურა. მართალია, ქართული კანონმდებლობით დაშვებულია პირადობის დამადასტურებელ მოწმობაში სქესის ცვლილება, მაგრამ პრაქტიკა ისე განვითარდა, რომ ტრანსგენდერადამიანებს იუსტიციის სამინისტრო სთხოვს სამედიცინო ცნობას, რომელიც ადასტურებს, რომ ადამიანმა უკვე გაიარა სქესის კვლავ მინიჭების ქირურგიული ოპერაცია. რეალურად კი ამ ოპერაციის გაკეთება ბევრი ტრანსგენდერი ადამიანისთვის არასასურველი ან/და ხელმიუწვდომელია: სქესის კვლავ მინიჭების ოპერაცია ძალიან ძვირია და მას დაზღვევა არ ანაზღაურებს; საქართველოში ეს ოპერაცია არ კეთდება; ოპერაცია იწვევს სამუდამო სტერილიზაციას და ჯანმრთელობის გაუარესებას. ადამიანის იძულება, გაიკეთოს სქესის კვლავ მინიჭების ოპერაცია - არაჰუმანურია. სახელმწიფოსგან ტრანსგენდერი ადამიანებისთვის სტერილიზაციის მოთხოვნა სტრასბურგის სასამართლოს მიხედვით ადამიანის პირადი ცხოვრების უფლების დარღვევაა", - აცხადებს მოძრაობა

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

შსს: დავაკავეთ კაცი, რომელმაც უკრაინის მოქალაქეს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა (ვიდეო)

კომენტარები