8 მარტი

პრეზიდენტი: საქართველოს განვითარებას სჭირდება მეტი ქალი პოლიტიკაში

გიორგი მარგველაშვილი
პრეზიდენტის ადმინისტრაცია

საქართველოს პრეზიდენტის შეფასებით, საქართველოს დემოკრატიულ და სტაბილურ განვითარებას სჭირდება მეტი ქალი პოლიტიკაში, საჯარო ცხოვრებასა და გადაწყვეტილების მიმღებ ადგილებზე. გიორგი მარგველაშვილი 8 მარტთან დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებს.

"მაგრამ ეს ვერ და არ უნდა იყოს მხოლოდ ქალების გამბედაობის და დაუღალავი შრომის ხარჯზე მიღწეული შედეგი. სახელმწიფომ და საზოგადოებამ ხელი უნდა შეუწყოს მათ ამ საქმეში, არამხოლოდ კვოტირებით, არამედ ისეთი ღონისძიებებით, რაც გულისხმობს:

  • ძალადობის წინააღმდეგ ეფექტურ ბრძოლას, რათა ძალადობამ არ შეაჩეროს ქალები საზოგადოებრივ ცხოვრებაში აქტიური ჩართულობისგან;
  • ადრეული ქორწინების წინააღმდეგ ეფექტური პოლიტიკის გატარებით, რათა ამან არ დააბრკოლოს გოგონები, მიიღონ განათლება და თავად გააკეთონ გაცნობიერებული არჩევანი ცხოვრების გზაზე;
  • განათლების მიღების და დასაქმების თანაბარი შესაძლებლობების ხელშეწყობით, რათა ამ უთანასწორობამ არ შეაფერხოს ქალთა აქტიური მონაწილეობა; 
  • სახლში შრომის და მშობლობის ტვირთის თანაბარი განაწილების წახალისებით ქალსა და მამაკაცს შორის; ამ ყველაფრის გარეშე ქალთა საჯარო ცხოვრებაში აქტიური მონაწილეობა შეუძლებელი თუ არა, ძალიან რთულია" - აცხადებს პრეზიდენტი.

კომენტარები