უბედური შემთხვევა

მტკვარში მამაკაცის ცხედარი იპოვეს

flickr

თბილისში, მტკვარში მამაკაცის ცხედარი იპოვეს.

ამის შესახებ, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში ტაბულას დაუდასტურეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მამაკაცი მისმა ახლობლებმა უკვე ამოიცნეს.

"ბარათაშვილის ხიდთან ნაპოვნი მამაკაცის ცხედრის პირველადი დათვალიერების შემდეგ ახლობლებმა 22 იანვარს დაკარგული 1946 წელს დაბადებული გ.კ.-ს ამოიცნეს. ოჯახის მომართვის საფუძველზე გლდანი-ნაძალადევის პოლიციის სამმართველოში მიმდინარე წლის 23 იანვრიდან მიმდინარეობს გამოძიება სსკ-ს 115-ე მუხლით, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ გ.კ. 22 იანვარს სათევზაოდ წავიდა მდინარე მტკვარზე, ის ბოლოს ზაჰესის ხიდთან ნახეს. სამძებრო-სამაშველო ღონისძიებებში მყვინთავები და სახმელეთო სამაშველო ბრიგადები დაუყოვნებლივ ჩაერთნენ. გამოძიების ამ ეტაპზე ცხედარს შესაბამისი სამედიცინო ექსპერტიზა ჩაუტარდება,"- ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

კომენტარები