საგზაო უსაფრთხოება

საქართველოს გზებზე ყოველდღე ერთზე მეტი ადამიანი იღუპება

Getty Images

საქართველოში გზებზე სიკვდილიანობის მაჩვენებელი ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონში ერთ-ერთი ყველაზე მაღალია, ის ევროკავშირის წევრი ქვეყნების საშუალო მაჩვენებელს ორჯერ აღემატება. 2017 წელს ავარიების შედეგად 517 ადამიანი დაიღუპა. შესაბამისად საშუალოდ ყოველდღე ერთზე მეტი ადამიანი ხდება ავტოკატასტროფის მსხვერპლი.

2017 წელს ავტოავარიებით სულ 8,461-მა პირმა მიიღო ჯანმრთელობის დაზიანება, ეს ნიშნავს რომ ყოველდღე საშუალოდ 23 ადამიანი იღებს დაზიანებას ავარიების შედეგად.

საქსტატის მონაცემებით, წლების მიხედვით, ყველაზე მეტი გარდაცვალების შემთხვევა ქალაქში ღვედების რეგულაციის ამოქმედებამდე, 2008 წელს მოხდა. მაშინ წლის განმავლობაში ავტოავარიებს 867 პირი ემსხვერპლა.

კომენტარები