მანანა, 46 წლის. ოჯახის სარჩენად მომიწია საზღვარგარეთ წასვლა. წლებია შვილები არ მინახავს. ჩემი ერთადერთი ფუნქცია მათთვის ფულის გამოგზავნაა. ცაბუნია ვართაგავა
მარი, 20 წლის. არ შემიძლია, ხმამაღლა ვისაუბრო ჩემს სექსუალურ ორიენტაციაზე, ვერ გავალ აქციაზე და ვერ დავიცავ ჩემი, როგორც ლესბოსელი ქალის უფლებას, საზოგადოებაში არსებული ჰომოფობიის გამო მიწევს დუმილი.ცაბუნია ვართაგავა
ლიკა, 31 (33 წლის). აქციაზე ვერ დავდგები და ვერ დავიცავ ქალთა უფლებებს, იმიტომ რომ 2016 წელს ქმარმა მომკლა. / ცაბუნია ვართაგავა
ცაბუნია ვართაგავა
ქეთო, 53 წლის. ჩემი შვილი გეია, მე ის მიყვარს, მაგრამ აქციაზე მაინც ვერ გამოვალ, იმიტომ რომ "რას იტყვის ხალხი".ცაბუნია ვართაგავა
ცაბუნია ვართაგავა
ლოლა, 40 წლის. ხმამაღლა ვერასდროს ვიტყვი, რომ ტრანსგენდერი ქალი ვარ, პატარა ქალაქში ვცხოვრობ, საზოგადოებაში არსებული ტრანსფობიის გამო მალვა მიწევს.ცაბუნია ვართაგავა
ცაბუნია ვართაგავა
მარი, 18 წლის. წუხელ მცემა ქმარმა, მე კი არ შემიძლია, შევეწინააღმდეგო, რას იტყვის ხალხი? რას იტყვიან ნათესავები? - მხოლოდ ეს ფრაზები მესმის ყველა მხრიდან, ვერ ვახერხებ დუმილის დარღვევას. ცაბუნია ვართაგავა
ზუგდიდი, 2018 წლის 8 მარტი.
ფეხსაცმელები ყვებიან ამბავს ყველა იმ ქალის ნაცვლად, ვისაც თვითონ არ შესწევს ძალა ხმამაღლა ისაუბროს.
ფოტოების ავტორი ცაბუნია ვართაგავა.