ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობა

შვილის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარაში და ძალადობაში ბრალდებულს 1 წელი მიუსაჯეს

www.readersride.com

გორის რაიონულმა სასამართლომ ოჯახში ძალადობაში და ოჯახის წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარაში ბრალდებული ზ.შ. დამნაშავედ სცნო და ერთ წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. პროკურატურის ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა საკუთარ შვილს სცემა და დაემუქრა.

"სასამართლოში წარდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2017 წლის დეკემბერში და 2018 წლის 14 იანვარს, მთვრალ მდგომარეობაში მყოფმა ზ.შ.-მ მის საცხოვრებელ  სახლში  შვილს - ა.შ.-ს სახის არეში რამდენჯერმე დაარტყა ხელი და სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა.  ზ.შ.-ს  ქმედებით დაზარალებულმა ფიზიკური ტკივილი განიცადა და მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში გაუჩნდა. სამართალდამცველებმა ზ. შ. 2018 წლის 14 იანვარს დააკავეს. მას ბრალდება  სისხლის სამართლის კოდექსის 126 პრიმა მუხლის პირველი  ნაწილით (ოჯახში ძალადობა; ორი ეპიზოდი) და 111-151-ე მუხლის პირველი ნაწილით (ოჯახის წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა; ორი ეპიზოდი) წარედგინა." - წერია პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

კომენტარები