ქარი

ძლიერი ქარის გამო თბილისის აეროპორტში რეისები გადაიდო

CBW

დედაქალაქში არსებული ძლიერი ქარის გამო თბილისის საერთაშორისო აეროპორტში რეისები გადაიდო. იმედის ინფორმაციით, ამ დროის მონაცემებით, 4 რეისი ვერ შესრულდება. 

აეროპორტის ადმინისტრაციის განცხადებით გაუქმდა Turkish Airlines-ის გოგჩენი-თბილისის რეისი. გაუქმებულია ყაზახური Scat Airlines-ის რეისი, რომელიც ფრენას აქტაუ-თბილისი-აქტაუს მიმართულებით ასრულებდა. ასევე გაუქმდა ყაზახური Air Astana-ს ალმაატა-თბილისის რეისი

China Southern Airlines-ის თვითმფრინავი ძლიერი ქარის შესახებ ინფორმაციის მიღებიდან მალევე, აშხაბადში დაეშვა. კომპანია ფრენას ურუმში-თბილისის მიმართულებით ასრულებდა.

TAV-ის ინფორმაციით, ფრენები განრიგის მიხედვით ხორციელდება ბათუმის აეროპორტიდან. ასევე არ გადადებულა დაგეგმილი ფრენები ქუთაისის აეროპორტიდან.

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით,10 მარტამდე საქართველოში ქარი და წვიმაა მოსალოდნელი.

კომენტარები