საქართველოში შტორმული ქარია, მთელი ქვეყნის მასშტაბით საგანგებო სიტუაციების სამსახურის თანამშრომლებს ათობით გამოძახებაზე მოუწიათ გასვლა. დაზიანებების სია ასე გამოიყურება:
თბილისში:
- 54 საცხოვრებელი სახლი (ძირითადად სახურავები)
- 68 ხე
- 7 გარე განათების ბოძი
- 43 ელექტრო სადენი
- 6 ავტომანქანა
- 5 გაზის ცენტრალური მილი
- 6 სარეკლამო ბანერი
რეგიონებში:
- შიდა ქართლი - დაზიანდა 3 საცხოვრებელი სახლის სახურავი.
- აჭარა - დაზიანდა 1 საცხოვრებელი სახლის სახურავი;
- იმერეთი -სამტრედია სოფ. საჯავახოში წვიმის შედეგად ჩამოიშლილია მიწა, დაზიანებულია ხეები და ჩახერგილია გზის სავალი ნაწილი;
- სამეგრელო-ზემო/სვანეთი- მესტია სოფ. ლახამულაში ჩამოწოლილი ზვავის შედეგად ჩაიხერგა გზა. მარტვილში ადიდდა მდინარე ტეხურა, რის გამოც დატბორილია მიმდებარე ტერიტორია;
- მცხეთა-მთიანეთი - მდინარე მტკვრის ადიდების შედეგად დატბორილია მიმდებარე ტერიტორია, დაზიანებულია 1 საცხოვრებელი სახლი.
საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ინფორმაციით, ამ დროისთვის ქარის შედეგად არავინ დაშავებულა.