ქარი

დაზიანებული სახლები, მანქანები, ხეები, ბოძები - ინფორმაცია სტიქიის შედეგების შესახებ

საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტო

საგანგებო სიტუაციების სამსახური საქართველოში 9-10 მარტის ქარის შედეგების შესახებ ინფორმაციას ავრცლებს.

უწყებაში აცხადებენ, რომ 9 მარტის 16:00 საათიდან 10 მარტის 08:00 საათის ჩათვლით, სტიქიის შესახებ 300-ზე მეტი ზარი შევიდა. მათგან 224 თბილისში, ხოლო 93 რეგიონებში.

სტიქიის შედეგები ასეთია:

  • თბილისი - დაზიანდა 68 საცხოვრებელი სახლი, 81 - ხე, 9 - გარე განათების ბოძი, 53 - ელექტროსადენი, 11 - ავტომობილი, 9 - გაზის ცენტრალური მილი, 11 - სარეკლამო ბანერი;
  • შიდა ქართლი - დაზიანდა 3 საცხოვრებელი სახლის სახურავი.
  • მცხეთა - მთიანეთი - დაზიანდა 2 საცხოვრებელი სახლის სახურავი;
  • აჭარა - ქედაშიჩამოწოლილია მეწყერი, ჩახერგილია გზის სავალი ნაწილი, დაზიანდა 1 საცხოვრებელი სახლი;
  • გურია - ლანჩხუთში ჩამოწოლილია მეწყერი, ჩახერგილია გზის სავალი ნაწილი;
  • კახეთი - დაზიანდა 1 საცხოვრებელი სახლის სახურავი;
  • იმერეთი - წყალტუბოში ჩამოშლილია მიწის მასა, წაქცეულია ხეები, ჩახერგილია გზის სავალი ნაწილი; სამტრედიაში, სოფელ საჯავახოში წვიმის შედეგად ჩამოშლილია მიწა, დაზიანებულია ხეები და ჩახერგილია გზის სავალი ნაწილი;
  • სამეგრელო-ზემო სვანეთი - მესტიაში, სოფელ ლახამულაში ჩამოწოლილი ზვავის შედეგად ჩაიხერგა გზა. მარტვილში ადიდდა მდინარე ტეხურა, რის გამოც დატბორილია მიმდებარე ტერიტორია.

არსებული ინფორმაციით, სტიქიის შედეგად არავინ დაშავებულა.

კომენტარები