აშშ-რუსეთი

პუტინი: აშშ-ის არჩევნებში რუსების ჩარევა არ მადარდებს

express.co.uk

რუსეთი პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა NBC-ს ჟურნალისტ მეგინ კელისთან ინტერვიუში აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში რუსეთის ჩარევის ბრალდებებზე ისაუბრა.

მისი თქმით არ ადარდებს, ჩაერივნენ თუ არა რუსეთის მოქალაქეები აშშ-ის არჩევნებში, რადგან მათ კრემლთან კავშირი არ აქვთ.

"რატომ გადაწყვიტეთ, რომ რუსეთის ხელისუფლება, ჩემი ჩათვლით, ვინმეს ამის უფლებას მისცემდა?" თქვა მან.

სპეციალური გამომძიებელმა, რობერტ მიულერმა აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში ჩარევაში რუსეთის 13 მოქალაქე დაადანაშაულა.

"მერე რა თუ ისინი რუსები არიან? 146 მილიონი რუსია. მერე რა?...მე არ მადარდებს. ნაკლებად ვერც ვიდარდებდი...ისინი რუსეთის სახელმწიფოს ინტერესებს არ წარმოადგნენ." "იქნებ ისინი რუსები არც არიან. იქნებ ისინი უკრაინელები, თათრები, ებრაელები არიან, რომლებსაც უბრალოდ რუსეთის მოქალაქეობა აქვთ. ესეც კი გადასამოწმებელია. იქნებ მათ ორმაგი მოქალაქეობა აქვთ. ან მწვანე ბარათი. იქნებ მათ ამერიკელებმა გადაუხადეს ამ საქმისათვის. რა იცით? მე არ ვიცი." თქვა პუტინმა ინტერვიუში.

"ჩვენ, რუსეთში არავის ვასამართლებთ, თუ მათ რუსეთის კანონი არ დაურღვევიათ. გამოგვიგზავნეთ თუნდაც ქაღალდის ფურცელი. მოგვეცით დოკუმენტი. მოგვეცით ოფიციალური მოთხოვნა. და შევხედავთ."

"ვინმეს მართლა სჯერა, რომ რუსეთს, რომელიც ათასობით კილომეტრითაა დაშორებული, არჩევნების შედეგებზე გავლენის მოხდენა შეეძლო? თქვენთვისაც კი სასაცილოდ არ ჟღერს ეს? ჩვენი მიზანი ჩარევა არაა. ჩვენ ვერ ვხედავთ თუ რა მიზანს მივაღწევდით ჩარევით. არავითარი მიზანი ამაში არაა." თქვა მან.

კომენტარები