აშშ-რუსეთი

პუტინი: ტრამპის Tweet-ებს არ ვკითხულობ...ის ჩემზე თანამედროვე ადამიანია

newsweek.com

რუსეთი პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა NBC-ს მეგინ კელისთან ინტერვიუში აშშ-რუსეთის ურთიერთობაზე ისაუბრა.

მისი თქმით ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის Tweet-ებს არ კითხულობს და თავადაც არ იყენებს Twitter-ს. შეკითხვაზე, თუ რატომ არ სარგებლობს სოციალური ქსელით მან უპასუხა:

"მე ჩემი აზრის და შეხედულების გამოხატვის ან გადაწყვეტილების იმპლემენტაციის სხვა გზები მქვს. დონალდი უფრო თანამედროვე პიროვნებაა."

აშშ-სა და რუსეთს შორის სამომავლო ურთიერთობებზე მან შემდეგი კომენტარი გააკეთა:

"ჩვენ არ ვართ ისინი, ვინც მტერი გიწოდათ. თქვენ მიიღეთ გადაწყვეტილება, საპარლამენტო დონეზე, კონგრესის დონეზე და რუსეთი თქვენი მტრების სიაში შეიყვანეთ. რატომ გააკეთეთ ეს? ჩვენ დავუწესეთ აშშ-ს სანქციები? აშშ-მა დაგვიწესა სანქციები ჩვენ." "დავსხდეთ, მშვიდად, ვისაუბროთ და გავარკვიოთ. მე მჯერა, რომ ამ პრეზიდენტს სურს ეს, მაგრამ არიან ძალები, რომლებიც მას ამის საშუალებას არ აძლევენ." თქვა პუტინმა.

ინტერვიუში მან აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში დადანაშაულებულ რუსეთის მოქალაქეებზეც ისაუბრა და თქვა, რომ ეს არ ადარდებს, რადგან მათ კრემლთან კავშირი არ აქვთ.

 

კომენტარები