კრიმინალი

დედოფლისწყაროში მამაკაცი დაჭრეს

flickr

დედოფლისწყაროში მამაკაცი დაჭრეს. რუსთავი 2-ის ინფორმაციით, 43 წლის მამაკაცს საკუთარმა თანასოფლელმა ცეცხლსასროლი იარაღიდან ჭრილობა მარჯვენა მხარის არეში მიაყენა.

შინაგან საქმეთა სამინისტროში ტაბულას უთხრეს, რომ ბრალდებული არ მიმალულა და ის საგამოძიებო უწყებაში უკვე გამოიკითხა. დააკავებენ თუ არა მას, ექიმის დასკვნის შემდეგ გახდება ცნობილი. იარაღი ნივთმტკიცებად არის ამოღებული.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლით დაიწყო, რაც სხეულის განზრახ ნაკლებად დაზიანებას გულისხმობს.

კომენტარები