უბედური შემთხვევა

ბათუმში, მშენებარე სასტუმროდან 13 წლის ბიჭი გადმოვარდა, მისი მდგომარეობა მძიმეა

metro.us

ბათუმში, ბულვარის ტერიტორიაზე მშენებარე სასტუმროდან 13 წლის ბიჭი გადმოვარდა. მისი ჯანმრთელობის მდომარეობა მძიმეა.

როგორც ტაბულას იაშვილის სახელობის ბათუმის დედათა და ბავშვთა ცენტრალურ ჰოსპიტალში უთხრეს, მოზარდი კლინიკაში გუშინ შეიყვანეს.

"ჯანმრთელობის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა. იმყოფება კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტში, მართვით-აპარატულ სუნთქვაზეა, აღენიშნება ტვინის დაზიანება და მრავლობითი მოტეხილობები. ამჟამად მონიტორინგის და მართვის ქვეშ არის", - ამბობს ჰოსპიტალის სამედიცინო დირექტორი, თამარ ბახტაძე.

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 124-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე, ან მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

კომენტარები