რუსეთი

რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ ახალი ზებგერითი რაკეტის გამოცდის ვიდეო გაავრცელა

0 კომენტარი
ფოტო: Kremlin

რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ გაავრცელა ვიდეო, რომელიც მათი თქმით ახალი რაკეტის გამოცდას ასახავს.

მათი განცხადებით ეს ზებგერითი რაკეტა პუტინის მიერ გასულ თვეს დაანონსებული რაკეტებიდან ერთ-ერთია და ბირთვული ქობინის გადატანა შეუძლია. განცხადების მიხედვით რაკეტა ბგერის სიჩქარეზე 10-ჯერ სწრაფია და 2,000 კილომეტრის დაფარვა შეუძლია.

რაკეტა "Кинжал"-ი MiG-31 ტიპის საბრძოლო თვითმფრინავმა გაუშვა და სამინისტროს მტკიცებით მან სამიზნეს მიაღწია.

ვლადიმირ პუტინმა ამ რაკეტას "იდეალური იარაღი" უწოდა და თქვა, რომ ის "უძლეველი" იარაღებიდან ერთ-ერთია.

შეგახსენებთ, რომ 1 მარტს ვლადიმირ პუტინმა რუსეთის პარლამენტში გამოსვლისას აშშ გააფრთხილა, რომ რუსეთს ახალი მაღალი ტექნოლოგიის ბირთვული იარაღი აქვს, რომელსაც თავდაცვის მექანიზმების დაძლევა შეუძლია. პუტინის თქმით ახალი ბირთვული რაკეტა 2017 წელს გამოსცადეს და მას მსოფლიოს ნებისმიერი წერტილის მიღწევა შეუძლია ისე, რომ ანტი-სარაკეტო სისტემებმა ვერ დააფიქსირონ.

მან საილუსტრაციოდ ვიდოე კლიპები აჩვენა, რომლებზეც წყალქვეშა დრონები და საკონტინენტთაშორისო ბალისტიკური რაკეტები ჩანდა.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

შსს: დავაკავეთ ბიზნესპარტნიორები, რომლებმაც დავის გადასაწყვეტად კანონიერ ქურდებს მიმართეს

კომენტარები