გალაპაგოსის კუნძულები

კუ დიეგოს სექსუალურმა აქტიურობამ მისი ჯიში გადაშენებისაგან იხსნა

კუ დიეგო
Getty Images

50 წლის წინ მხოლოდ სამი მამრი და 12 მდედრი გალაპაგოსის გიგანტური კუ არსებობდა. კუნძულზე მათ შორის არსებული მანძილი მათი წარმატებით გამრავლების შანსებს ამცირებდა. შედეგად, გალაპაგოსის გიგანტური ხმელეთის კუ გადაშენების პირას იყო მისული.

ამ აღმოჩენის შემდეგ კუ, სახელად დიეგო, რომელიც სან დიეგოს ზოოპარკში ცხოვრობდა კუნძულზე გადაიყვანეს, სადაც ეროვნულ პარკში, 6 მდედრ კუსთან ერთად მოათავსეს.

ამჟამად დიეგო 100 წელზე მეტისაა, გალაპაგოსის ეროვნულ პარკში ცხოვრობს და 800-ზე მეტი შვილი ჰყავს.

თუმცა, მიუხედავად დიეგოს ღვაწლისა, ჯიშის გადარჩენაში უფრო დიდი წვლილი უსახელო კუს, E5-ს მიუძღვის, რომელსაც დიეგოზე თითქმის ორჯერ მეტი შვილი ჰყავს.

მეცნიერების თქმით გენეტიკურმა კვლევამ აჩვენა, რომ დიეგო ამჟამად კუნძულზე მცხოვრები კუების თითქმის 40%-ის მამაა. კვლევის მიხედვით ჯიში გადაშნებას გადარჩა და შესაძლოა მალე კუნძულზე მათი რაოდენობა ისტორიულ მაქსიმუმს, 5,000 კუს დაუბრუნდეს.

კომენტარები