არჩილ ტატუნაშვილის საქმე

ქეთევან ციხელაშვილი: ქუტაშვილი და პავლიაშვილი უსაფრთხოდ არიან

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის სამინისტრო

ოკუპირებულ ახალგორში 22 თებერვალს არჩილ ტატუნაშვილთან ერთად დაკავებული ლევან ქუტაშვილი და იოსებ პავლიაშვილი ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფებიან.

მათ დევნილთა და განსახლების მინისტრი სოზარ სუბარი, სახელმწიფო მინისტრი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში ქეთევან ციხელაშვილი, შინაგან საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე კახაბერ საბანაძე და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საინფორმაციო ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე კახაბერ ქემოკლიძე შეხვდნენ.

ქეთევან ციხელაშვილმა პირველ არხთან სატელეფონო ჩართვაში განაცხადა, რომ ისინი თავს ნორმალურად გრძნობენ და უსაფრთხოდ არიან.

ისინი ცხინვალის ე.წ ციხიდან გაათავისუფლეს, თუმცა ამ დრომდე ოკუპირებულ ახალგორში იმყოფებოდნენ და სოფელ წილკანში დაბრუნების საშუალება არ ეძლეოდათ.

კომენტარები