არჩილ ტატუნაშვილის საქმე

კულტურის მუშაკების ღია წერილი ვლადიმირ პუტინს

Getty Images

ირმა სოხაძე, მარიკო კვალიაშვილი, ზურაბ ყიფშიძე, თამარ ჭოხონელიძე, დავით ოქიტაშვილი, ნუნუ გაბუნია და სხვები ხელს აწერენ ღია წერილს, რომელიც რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს გაეგზავნა. წერილში ნათქვამია, რომ არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის გადმოსვენების გაჭიანურება რუსულ-ქართული ურთიერთობებს დარტყმის ქვეშ აყენებს.

"ჩვენ, საქართველოს ხელოვნების სფეროში მოღვაწე ადამიანები შეშფოთებულები ვართ არჩილ ტატუნაშილის დაღუპვის გამო. მდგომარეობას კიდევ უფრო ამძიმებს ის გარემოება, რომ ორ კვირაზე მეტია, ოკუპირებული ცხინვალის რეგიონიდან ვერ ხერხდება ცხედრის გადმოსვენება. 

ბატონო ვლადიმერ, ეს ფაქტი კიდევ უფრო აღვივებს რუსეთთან დაპირისპირებას და დარტყმის ქვეშ აყენებს ისედაც შესუსტებულ ქართველ-რუსულ ურთიერთობას. ჩვენ, ქართველი ხელოვნები კატეგორიულად მოვითხოვთ, დაუყოვნებლივ მოხდეს, ჩვენი მოქალაქის - არჩილ ტატუნაშვილის გადმოსვენება, რათა ოჯახმა და მთლიანად ქვეყანამ შევძლოთ ცხედრის დატირება", - წერია მიმართვაში.

კრემლში წერილი საქართველოს კულტურის პალატამ გააგზავნა. ორგანიზაცია, რომელსაც დავით ოქიტაშვილი ხელმძღვანელობს სახელმწიფოს კუთვნილი ორგანიზაციის სსიპ საქართველოს სავაჭრო სამრეწველო პალატის დაფუძნებულია

კომენტარები