ენმ-ის წევრის, ქობულეთის სოფელ კვირიკეში მცხოვრები რეზო ხარაზის ცნობით, 100-ზე მეტი ხე იმ ევკალიპტის ხის გამო გაიჩეხა, რომელიც ყოფილ პრემიერმინისტრს, ბიძინა ივანიშვილს ურეკში, თავის ეზოში, დენდროლოგიურ პარკში გადააქვს.
როგორც ხარაზმა ბათუმელებს უთხრა, ევკალიპტის ხე კერძო პირის ეზოდან უნდა გადაიტანონ. ამ სახლამდე მისასვლელ გზაზე, დაახლოებით ნახევარი კილომეტრის მანძილზე თითქმის ყველა ხე მთლიანად ან ნახევრად მოჭრილია.
რეზო ხარაზი ბათუმელებთან ამბობს, რომ ივანიშვილისთვის სასურველ ევკალიპტამდე გზის გაყვანისთვის, სავარაუდოდ, კიდევ 50 ძირი კლიპტომერის ჯიშის ხის მოჭრა გახდება საჭირო, რადგან ეს ხეებიც გზის გაყოლებაზეა დარგული.