უბედური შემთხვევა

თბილისში, მიცკევიჩის ქუჩაზე მოზარდს მანქანა დაეჯახა

Getty Images

თბილისში, მიცკევიჩის ქუჩაზე მოზარდს ავტომანქანა დაეჯახა. როგორც ტაბულას სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურში უთხრეს, ბავშვი დაახლოებით 10 წლის არის და იაშვილის კლინიკაშია გადაყვანილი. მათივე ინფორმაციით, ბავშვი გონზე იყო და ტრავმები აღენიშნებოდა.

კომენტარები