მოდა

ბერნი სანდერსით ინსპირირებული ჩუსტები დემნა გვასალიასგან 595 აშშ დოლარად

ტაბულა

დემნა გვასალიამ Balenciaga-სთვის საზაფხულო ჩუსტები შექმნა. ის ლურჯი ფერის არის, მასზე წარწერა კი აშშ-ის პრეზიდენტობის ყოფილი კანდიდატის, ბერნის სანდერსის 2016 წლის პრეზიდენტის საარჩევნო კამპანიის ლოგოს დიზაინით არის ინსპირირებული. 

ჩუსტები ბალენსიაგას 2018 წლის გაზაფხული/ზაფხულის წლის კოლექციის ნაწილია, რომელშიც დემოკრატი კანდიდატით ინსპირირებულ მაისურებს, ქუდებს და შარფებსაც ვხვდებით. 

ჩუსტების ფასი 595 აშშ დოლარია. ქუდის - 205$. 


ფოტო: Balenciaga


ფოტო: Balenciaga


ფოტო: Balenciaga

კომენტარები