პრემიერის წერილი რუსეთს

კობახიძე: რუსეთი ჩვენს პრაგმატულ მიდგომას არ პასუხობს თავისი პრაგმატული მიდგომით

parliament.ge

„სამწუხაროდ, რუსეთი ჩვენს პრაგმატულ მიდგომას არ პასუხობს თავისი პრაგმატული მიდგომით." - საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე რუსეთის საგარეო უწყების მიერ კვირიკაშვილის წერილის პასუხად გავრცელებულ განცხადებას აფასებს. კობახიძე იმედს გამოთქვამს, რომ მომავალში ეს მიდგომა შეიცვლება.

"ჩვენ გვჭირდება გზების გამონახვა იმისათვის, რომ პრობლემა მოგვარდეს. მშვიდობიანი მოგვარება კონფლიქტის, არის ჩვენი ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტი, რაც ასახულია შესაბამის საპარლამენტო რეზოლუციაში. ჩვენი მხრიდან ყველაფერი კეთდება იმისათვის, რომ რუსეთ-საქართველოს კონფლიქტი მოგვარდეს მშვიდობიანი გზით. ჩვენ გვაქვს პრაგმატული მიდგომა, რომელიც არის ჩამოყალიბებული საქართველოში 2012 წლიდან. ზუსტად ამ პრაგმატული მიდგომის შედეგია ის,რომ საქართველოში თვისობრივად ამაღლდა უსაფრთხოების ხარისხი ბოლო წლების განმავლობაში

რაც შეეხება საქართველოს პრემიერის განცხადებას, ირაკლი კობახიძის თქმით, ის ითვალისწინებდა არა რაიმეს ცვლილებას, არამედ იმ ხაზის გაძლიერებას, რომელიც საქართველოში 2012 წლიდან არის ჩამოყალიბებული.

„ჩვენ გვაქვს პრაგმატული პოლიტიკა. ჩვენ მზად ვართ დიალოგისთვის, დისკუსიისთვის იმისათვის, რომ კონფლიქტი მოგვარდეს მშვიდობიანი გზით და ზუსტად ეს იყო ასახული პრემიერის განცხადებაში. პრაგმატულ პოლიტიკას არ აქვს ალტერნატივა. ჩვენ ვიცით სადამდე მიგვიყვანა, თავის დროზე, არაპრაგმატულმა პოლიტიკამ. ვგულისხმობს იმმოვლენებს, რომელიც, ყველამ ერთად, სამწუხაროდ, ვიხილეთ 2008 წელს და ზუსტად პრაგმატული მიდგომის შედეგია ის ცვლილება, რომელიც გვაქვს საქართველოში 2012 წლისშემდეგ უსაფრთხოების და სტაბილურობის კუთხით. რაც შეეხება პრემიერის განცხადებას, კიდევ ერთხელ, მიზანი იყო იმ ხაზის გაძლიერება, რომელიც არის საქართველოშიჩამოყალიბებული . ამ მიმართულებით მუშაობა უნდა გაგრძელდეს, მიუხედავად იმისა, თუ რამდენად კონსტრუქციული თუ დესტრუქციული იქნება განცხადებები მეორე მხრიდან.ჩვენ ჩვენი მცდელობა არ უნდა დავაკლოთ იმისათვის, რომ კონფლიქტი მოგვარდეს მშვიდობიანი გზით,“-განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ." - ამბობს კობახიძე.

რუსეთის საგარეო უწყება საქართველოს პრემიერმინისტრის მიმართვას გუშინ უპასუხა. გიორგი კვირიკაშვილმა რუსეთის ხელისუფლებას წერილი არჩილ ტატუნაშვილის საქმესთან დაკავშირებით 9 მარტს გაუგზავნა. 

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში წერია, რომ კვირიკაშვილის წერილს ყურადღებით გაეცნენ და ისინი კმაყოფილებას გამოთქვამენ პრემიერის მზაობასთან დაკავშირებით ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავებაზე, რაც მათი თქმით, წერილიდან იკვეთებოდა. 

9 მარტს გაგზავნილ წერილში გიოორგი კვირიკაშვილი წერდა, რომ მიუხედავად რუსეთთან სავაჭრო ურთიერთობების აღდგენისა, ტრაგიკული მოვლენების ჯაჭვი გრძელდება. პრემიერი რუსეთის ფედერაციის უმაღლეს ხელისუფლებას ტატუნაშვილის ცხედარის გამოსვენებასთან დაკავშირებით შექმნილი რთული ვითარების დასაძლევად "დღევანდელი დღისა და მომავალი თაობების წინაშე პასუხისმგებლობის გაცნობიერებით", ერთობლივი ნაბიჯების გადადგმისკენ მოუწოდებდა.

ახალგორიდან დევნილი, სოფელ წილკანში მცხოვრები არჩილ ტატუნაშვილი 2018 წლის 22 თებერვალს ლევან ქუტაშვილთან და იოსებ პავლიაშვილთან ერთად ოკუპირებული რეჟიმის წარმომადგენლებმა დააკავეს. მომდევნო დღეს ტატუნაშვილი ოკუპირებულ ქალაქ ცხინვალის საავადმყოფოში გარდაიცვალა. სუს-ის ცნობით, მას ცხინვალის საპატიმროში გადაყვანისას სცემეს. საქართველოს სახალხო დამცველმა კი თქვა, რომ ტატუნაშვილი ციხეში უკვე გარდაცვლილი მიიყვანეს. 

რაც შეეხება ლევან ქუტაშვილს და იოსებ პავლიაშვილს, ისინი ცხინვალის ე.წ ციხიდან გათავისუფლებულების შემდეგ, გუშნდელ დღემდე საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე დაბრუნებას ვერ ახერხებდნენ. 

ამ დრომდე ვერ ხერხდება არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის გადმოსვენება. 

კომენტარები