რუსეთი-საქართველო

ბოკერია: ვინმე სერიოზულად იხილავთ, რომ პუტინი ჩავა ჟენევაში?

გიგა ბოკერია
ტაბულა

ევროპული საქართველოს პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე, გიგა ბოკერია ამბობს, რომ საქართველოს ხელისუფლების რუსეთის მიმართ დამოკიდებულება, "უკეთეს შემთხვევაში გულუბრყვილოვბა, არაკომპეტენტურობა და პოლიტიკურ ნების არ ქონაა, დაიცვან ჩვენი ქვეყნის ინტერესები და მოქალაქეები".

"თქვენ ვინმე სერიოზულად იხილავთ, რომ პუტინი ჩავა ჟენევაში? უკეთეს შემთხვევაში ეს არის გულუბრყვილობა, არაკომპეტენტურობა და პოლიტიკურ ნების არ ქონა, რომ ჩვენი ქვეყნის ინტერესები და მოქალაქეები დაიცვან.

კონკრეტულ შედეგებს ვხედავთ, ორი საზარელი მკვლელობის შემდეგ მივედით იქამდე, რომ მხოლოდ ცხედრის დაბრუნებაზე საუბრობს  საქართველოს მთავრობა და თან გონია გულუბრყვილოდ, რომ ასეთი ჟესტებით რაიმე პოლიტიკურ შედეგს მიაღწევს რუსეთთან, ვგულისხმობ პოლიტიკის შეცვლას რუსეთის და ეუბნება, რომ პირდაპირ ურთიერთობაზე გადავალ ცხინვალთან და სოხუმთან ანუ პრაქტიკულად დავთანხმდებით იმას, რომ ეს არის ორი ეთნიკური კონფლიქტი",- ამბობს გიგა ბოკერია.

ჟენევის მოლაპარაკებებთან დაკავშირებით საქართველოს საგარეო უწყებამ განცხადება დღეს გაავრცელა და იმედი გამოთქვა, რომ ჟენევის მომავალ რაუნდზე საქართველო შეძლებს მრავალი წლის მანძილზე არსებული ჩიხური მდგომარეობიდან გამოსასვლელად და კონფლიქტის მშვიდობიანად დასარეგულირებლად კონკრეტული ნაბიჯების გადადგმას.

უწყების საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესისა და ინფორმაციის დეპარტამენტმა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს უპასუხა, რომელმაც თავის მხრივ განაცხადა, რომ კმაყოფილები არიან კვირიკაშვილის მზაობით ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავებაზე. 

გიორგი კვირიკაშვილმა რუსეთის ხელისუფლების წერილი არჩილ ტატუნაშვილის საქმესთან დაკავშირებით 9 მარტს გაუგზავნა.

პრემიერმა არჩილ ტატუნაშვილის გატაცებას და მოკვლას "სამწუხარო ინციდენტი" უწოდა, აღნიშნა, რომ საქართველოს ხელისუფლების, პატრიარქისა და საერთაშორისო თანამეგობრობის მცდელობის მიუხედავად, არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის გადმოცემა "ვერ მოხერხდა" და რუსეთის ფედერაციის უმაღლეს ხელისუფლებას, აღნიშნული რთული ვითარების დასაძლევად "დღევანდელი დღისა და მომავალი თაობების წინაშე პასუხისმგებლობის გაცნობიერებით", ერთობლივი ნაბიჯების გადადგმისკენ მოუწოდა.

კომენტარები