აშშ-რუსეთი

კონგრესის გამოძიებამ ტრამპის კამპანიასა და რუსეთს შორის შეთქმულება ვერ გამოავლინა

ვლადიმერ პუტინი და დოლანდ ტრამპი
AFP/SAUL LOEB

რესპუბლიკელი კონგრესმენის, მაიკ კონუეის განცხადებით კონგრესის გამოძიება თანხმდება, რომ რუსეთი აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში ჩაერია, თუმცა დონალდ ტრამპის კამპანიასა და კრემლს შორის რაიმე გარიგების დამამტკიცებელი საბუთი არ აღმოუჩენია.

კონუეის თქმით გამოძიებას არც იმის საბუთი აქვს, რომ ჩარევა დონალდ ტრამპის სასარგებლოდ მოხდა. თუმცა, მისი თქმით გამოძიებამ დაასკვნა, რომ რუსეთი აქტიურად იყო ჩარეული 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში და ფიქრობენ, რომ მომავალში ამას კვლავ გააკეთებს.

კონგრესის საგამოძიებო პანელის დემოკრატი წევრების თქმით გამოძიება არასრულია და საკუთარ ანგარიშს მოგვიანებით გაავრცელებენ.

განცხადებებს დონალდ ტრამპი Twitter-ზე გამოეხმაურა:

"კონგრესის საგამოძიებო კომიტეტმა 14 თვიანი სიღრმისეული გამოძიების შემდეგ ვერ იპოვა 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე გავლენის მოსახდენად ტრამპის კამპანიასა და რუსეთს შორის შეთქმულების და თანამშრომლობის მტკიცებულება."

სენატი და სპეციალური გამომძიებელი, რობერტ მიულერი საკითხზე მუშაობას კვლავ განაგრძობენ.

კომენტარები