სუმო

ტოჩინოშინის იაპონელმა გულშემატკივრებმა მხარდამჭერი შეძახილი თარგმნეს, როგორც წადი

SUMO (大相撲)

ქართველი სუმოისტის გულშემატკივრებს მისთვის მხარდაჭერის გამოხატვა და გამხნევება სურდათ. თუმცა, როგორც ჩანს, Google Translate გამოიყენეს, რის გამოც სიტყვა "მიდის" ნაცვლად "წადი" დაწერეს. 

ტოჩინოშინმა დღეს, გაზაფხულის ბაშოზე გამართული მესამე ბრძოლა მოიგო. მან იაპონელი სუმოისტი, კოტოშოგიკუ დაამარცხა. ახლა ლევან გორგაძის ბალანსზე 2 მოგება და 1 წაგებაა.

ჰარუ ბაშოზე თითოეული სუმოისტი 15 ბრძოლას ჩაატარებს. ჩემპიონობისთვის ტოჩინოშინს ყველაზე მეტი გამარჯვების შეგროვება დასჭირდება.

გაზაფხულის ჩემპიონატი 11 მარტს დაიწყო და 25 მარტს დასრულდება.

აღსანიშნავია, რომ ლევან გორგაძე ტრავმით ჭიდაობს. რამდენიმე დღის წინ ვარჯიშზე მას ბარძაყის კუნთი გაუწყდა. 

ქართველმა სუმოისტმა, ტოჩინოშინმა ზამთრის შეჯიბრი, ჰაცუ ბაშო იანვარში მოიგო. მან 15 ბრძოლიდან 14-ში გაიმარჯვა და იმპერატორის თასის მფლობელი მესამე ევროპელი გახდა. 

ჰაცუ ბაშოს შემდეგ ტოჩინოშინმა კიდევ ერთი ტურნირი მოიგო. ლევან გორგაძემ ტელეკომპანია ფუჯი TV-ის ერთდღიან ჩემპიონატზე გაიმარჯვა.  ერთ-ერთი, ვინც მან დაამარცხა, ყველაზე მაღალი რანგის სუმოისტი, იოკოძუნა - ჰაკუჰო იყო. მთლიანობაში ტოჩინოშინმა 5 ბრძოლა ჩაატარა და ყველაში გაიმარჯვა.

კომენტარები