აშშ

დონალდ ტრამპმა სახელმწიფო მდივანი რექს ტილერსონი გაათავისუფლა

AP

რამდენიმე წუთის წინ აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თანამდებობიდან გაათავისუფლა სახელმწიფო მდივანი რექს ტილერსონი. ტრამპმა ამ თანამდებობაზე CIA-ს ხელმძღვანელი მაიკ პომპეო დანიშნა.

ტრამპმა ტილრესონს გაწული სამუშაოსთვის მადლობა გადაუხადა და განაცხადა რომ პომპეო ახალ თანამდებობაზე შესანიშნავი იქნება.

CIA-ს ახალ ხელმძღვანელად კი ტრამპმა ჯინა ჰასპელი დანიშნა. ის CIA-ს პირველი ქალი დირექტორი იქნება. 

კომენტარები