აშშ

სახ. დეპ.-ს მაიკ პომპეო უხელმძღვანელებს, CIA-ში მის ადგილს კი ჯინა ჰასპელი დაიკავებს

0 კომენტარი

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის რექს ტილერსონის თანამდებობიდან გათავისუფლების შემდეგ, მის პოსტს CIA-ის აწ უკვე ყოფილი დირექტორი მაიკ პომპეო დაიკავებს. ინფორმაციას პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ავრცელებს. 

ტრამპისვე თქმით, CIA-ის ახალი გენერალური დირექტორი ჯინა ჰასპელი იქნება და ეს იქნება ისტორიაში პირველი შემთხვევა, როცა აღნიშნულ თანამდებობას ქალი დაიკავებს.

"ჩვენი ახალი სახელმწიფო მდივანი CIA-ის დირექტორი მაიკ პომპეო იქნება. ის ფანტასტიკურ საქმეს გააკეთებს! მადლობა რექს ტილერსონს შესრულებული სამუშაოსთვის! ჯინა ჰასპელი CIA-ის ახალი დირექტორი იქნება და ამ თანამდებობაზე ის იქნება პირველი ქალი. ვულოცავ ყველას!" - წერს დონალდ ტრამპი Twitter-ზე. 

ჯინა ჰასპელი CIA-ის 1985 წელს შეუერთდა და ამ დრომდე ის დაზვერვის კარიერული ოფიცერი იყო. ვაშინგტონში მას არაერთი წამყვანი პოზიცია ეკავა CIA-ში, მათ შორის ის იყო ეროვნული საიდუმლო სამსახურის დირექტორის მოადგილის პოსტიც. ჰასპელს ასევე მიღებული აქვს ყოფილი პრეზიდენტის ჯორჯ ბუშის ჯილდოც კონტრტერორიზმისთვის გაწეული ღვაწლისთვის.

რექს ტილერსონი სახელმწიფო მდივნის თანამდებობიდან აშშ-ის პრეზიდენტმა დღეს გაათავისუფლა

არჩევნები 2018

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

გიორგი ბოჭორიშვილი

კომენტარები