ყაზტრანსგაზ-თბილისი

კომპანია "ყაზტრანსგაზ-თბილისი" განცხადებას ავრცელებს

0 კომენტარი

კომპანია "ყაზტრანსგაზ-თბილისი" მოსახლეობას აფრთხილებს და განცხადებას ავრცელებს.

განცხადების მიხედვით, ბოლო რამდენიმე დღეა აბონენტებთან "ყასტრანსგაზ-თბილისის" სახელით უცნობი პირები რეკავენ და პირად ინფორმაცის ეკითხებიან.

"გაცნობებთ, რომ ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში, კომპანიის აბონენტებთან "ყაზტრანსგაზ-თბილისის" სახელით  რეკავენ უცნობი პირები. ისინი მომხმარებლებს სთხოვენ ოჯახის წევრების საკონტაქტო ნომრების დაზუსტებასა და სხვა პირად ინფომაციას. ასევე,  ინტერესდებიან, იყვნენ თუ არა ბოლო სამი თვის განმავლობაში გაზგაყვანილობის შემოწმებაზე "ყაზტრანსგაზ-თბილისის" თანამშრომლები.

უცნობი პირები კომპანია "ყაზტრანსგაზ-თბილისის" სახელით მომხმარებლებს ასევე გარკვეულ ფასად სთავაზობენ HN3-ს დეტექტორების მონტაჟს.   

"ყაზტრანსგაზ-თბილისი" გაფრთხილებთ, რომ აღნიშნულ ზარებთან კომპანიას არანაირი კავშირი აქვს და ნებისმიერი მსგავსი ზარის განხორციელების შემთხვევაში, არ გასცეთ თქვენი ოჯახის წევრების პირადი ინფორმაცია.ასევე, გთხოვთ, დაუყოვნებლივ გვაცნობოთ კომპანიის ცხელ ხაზზე.

"ყაზტრანსგაზ-თბილისი" არ ინტერესდება მომხმარებლების ოჯახის წევრების ტელეფონის ნომრებითა და სხვა პირადი მონაცემებით, ეს კანონის უხეში დარღვევაა.ასევე, არ ამონტაჟებს HN3-ს დეტექტორებს" - წერია განცხადებაში. 

არჩევნები 2018

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

გიორგი ბოჭორიშვილი

კომენტარები