ნიკოლაი გლუშკოვის გარდაცვალება

ბორის ბერეზოვსკის მეგობარი, ნიკოლაი გლუშკოვი ლონდონში გარდაცვლილი იპოვეს

Metro.co.uk

ოლიგარქ ბორის ბერეზოვსკის ახლო მეგობარი, რუსი ბიზნესმენი, ნიკოლაი გლუშკოვი ლონდონში გარდაცვლილი იპოვეს.

68 წლის გლუშკოვის გვამი, სახლში გარდაცვლილი მისი ოჯახის წევრებმა და მეგობრებმა ორშაბათს იპოვეს. ჯერჯერობით უცნობია გარდაცვალების მიზეზები.

ნიკოლაი გლუშკოვის გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია, მისმა მეგობარმა, გაზეთ "ვედომოსტის" რედაქტორმა, დამიან კუდრიავცევმა Facebook-ზე დაპოსტა.

ნიკოლაი გლუშკოვი კომპანია "აეროფლოტის" გენერალური დირექტორი იყო, ასევე ის და ბერეზოვსკი იყვნენ შვეიცარული კომპანიის "ანდავას" მთავარი წილის მფლობელები.

2000 წელს ნიკოლაი გლუშკოვი "ანდავაში" ფულის გათეთრებისა და გაყალბების მიზეზით 5 წლით დაიჭირეს. ის 2004 წელს გაათავისუფლეს, მას შემდეგ ნიკოლაი გლუშკოვი სიკვდილამდე დიდ ბრიტანეთში ცხოვრობდა.

კომენტარები