სირია

რუსეთი აშშ-ის დამასკოს დაბომბვის შემთხვევაში საპასუხო ზომების მიღებით ემუქრება

0 კომენტარი
ვალერი გერასიმოვი ფოტო: Reuters

რუსეთის თქმით აქვთ ინფორმაცია, რომ აშშ დამასკოში სამთავრობო დაწესებულებების ტერიტორიის დაბომბვას აპირებს და თუ ეს რუსების სიცოცხლეს საფრთხეს შუქმნის, რუსეთი საპასუხო სამხედრო ქმედებებს განახორციელებს.

რუსეთის გენშტაბის მეთაურმა, ვალერი გერასიმოვმა თქვა, რომ მოსკოვს აქვს ინფორმაცია იმის შესახებ, რომ აღმოსავლეთ ღუტაში ამბოხებულები მშვიდობიან მოქალაქეებზე ქიმიური იარაღის გამოყენების გათამაშებას აპირებენ, რათა შემდგომ ეს სირიის არმიას დააბრალონ.

მისივე თქმით აშშ აპირებს ეს ცრუ თავდასხმა დამასკოში მთავრობის დაბომბვის გასამართლებლად გამოიყენოს. გერასიმოვის განცხადებით დამასკოში რუსი სამხედრო მრჩევლები, სამხედრო ოფიცრები და მონიტორინგის ჯგუფები არიან.

"იმ შემთხვევაში, თუ ჩვენი პერსონალის სიცოცხლეს საფრთხე დაემუქრება, რუსეთის შეიარაღებული ძალები საპასუხო ზომებს მიიღებენ რაკეტების და რაკეტების სატყორცნი დანადგარების წინააღმდეგ." თქვა მან.

მას არ დაუკონკრტებია როდის იგეგმება თავდასხმა და რა მტკიცებულებები აქვს რუსეთს ამ განცხადების დასადასტურებლად.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

თავისუფლების ინსტიტუტის დოკუმენტური ფილმი "გავრილოვის ღამე", ნაწილი II - "დარბევა"

კომენტარები