Facebook

Facebook-მა ბრიტანული ულტრა-მემარჯვენე ჯგუფის გვერდი სიძულვილის ენის გამო დაბლოკა

Guardian

Facebook_მა ულტრა-მემარჯვენეთა ჯგუფის, Britain First ფეისბუქის გვერდი, ასევე ორი ლიდერის პირადი გვერდები "უმცირესობათა ჯგუფების მიმართ მტრული განწყობის და სიძულვილის გამო" დაბლოკა. 

Britain First-ის გვერდს 2 მილიონზე მეტი მოწონება ჰქონდა.

ფეისბუქმა თქვა, რომ გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც ბრიტანულმა ულტრა-მემარჯვენე ჯგუფმა მათი ბოლო გაფრთხილებაც უგულებელყო. ჯგუფს სხვა გვერდის შექმნის უფლებაც არ ექნება. 

Britain First-ის სიძულვილი უმეტესად მუსლიმ ადამიანებს ეხებოდა. 

"ჩვენ ვართ ღია პლატფორმა ყველა იდეისთვის და პოლიტიკური განცხადებებიც გამოხატვის თავისუფლების ფარგლებში ექცევა. მაგრამ პოლიტიკური შეხედულებები შესაძლოა და უნდა გამოიხატოს სიძულვილის გარეშე. ადამიანებს შეუძლიათ ჰქონდეთ ძლიერი და ურთიერთსაწინააღმდეგი შეხედულებები მათი იდენტობის უგულებელყოფის გარეშე. 

ჩვენ სტანდარტები გვაქვს, რომლითაც ცხადად არის ნათქვამი, რომ ამ ტიპის გამოხატვა ფეისბუქზე მისაღები არ არის. პოლიტიკურმა პარტიებმა, ისევე როგორც ადამიანებმა და სხვა ორგანიზაციებმა ფეისბუქზე უნდა დაიცვან ეს სტანდარტები. როდესაც გვერდი ან ადამიანი ამ წესებს მუდმივად არღვევს, ჩვენ მას ვშლით", - ნათქვამია ფეისბუქის განცხადებაში

კომენტარები