უბედური შემთხვევა

მოზარდს ცეცხლსასროლი იარაღი გაუვარდა, რის შედეგადაც 26 წლის გოგო დაიღუპა

Getty Images

მოზარდს ცეცხლსასროლი იარაღი გაუვარდა, რის შედეგადაც 26 წლის გოგო დაიღუპა. ინფორმაცია ამის შესახებ ტაბულას შინაგან საქმეთა სამინისტროშ დაუდასტურეს. უწყების ინფომაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.

გავრცელებული ინფორმაციით, მოზარდს მამის კუთვნილი იარაღი გაუვარდა და გარდაცვლილი გოგო მისი მეზობელია. 

შემთხვევა ორი დღის წინ მოხდა. უწყების ინფორმაციით დაკავებული არავინ არის. 

კომენტარები