საქართველო-ევროკავშირი

ევროკავშირი საქართველოს 45 მილიონ ევროს გამოუყოფს

EU

ევროპარლამენტმა საქართველოსთვის 45 მილიონი ევროს გამოყოფას მხარი დაუჭირა. გადაწყვეტილებას ხმა 570-მა დეპუტატმა მისცა, 108 წინააღმდეგი იყო.

ფინანსური დახმარება 35 მილიონი ევროს საშუალოვადიან სესხს გულისხმობს, დანარჩენი 10 მილიონი კი გრანტია. დახმარების მიზანი 2017-2020 წლებისთვის საგარეო ფინანსური საჭიროებების ნაწილის დაფარვაა.

კენჭისყრასთან დაკავშირებით განცხადება ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების კომიტეტის თანათავმჯდომარემ, საჯად კარიმმა ტვიტერზე გაავრცელა. 

​„2008 წლის ომის შემდეგ ეს უკვე მესამე შემთხვევაა, როდესაც საქართველოს ხელისუფლების მოთხოვნით ევროკომისია მაკროფინანსური დახმარების პროგრამას სთავაზობს. 45 მილიონი ევროდან 35 მილიონი ევრო საშუალოვადიან სესხებს წარმოადგენს, დანარჩენი 10 მილიონი ევრო კი გრანტის სახით იქნება გაცემული. საქართველოს ფინანსური დეფიციტი კვლავ საგანგაშოდ რჩება, მისი სახელმწიფო ვალი მშპ-სთან მიმართებაში იზრდება ლარის მკვეთრი გაუფასურების გამო. თუმცა, საქართველოს ეროვნული ბანკის ჭკვიანური ზედამხედველობისა და რეგულაციების მეშვეობით ფინანსური სისტემა ჯანსაღი და კარგად კაპიტალიზირებული რჩება. ევროკავშირი დგას საქართველოს გვერდით, როდესაც საჭიროა მიკრო-ეკონომიკური დისბალანსის მოგვარება“, - დაწერა კარიმმა

კომენტარები