ამინდის პროგნოზი

როგორი ამინდი იქნება 15-16 მარტს საქართველოში - გარემოს ეროვნული სააგენტოს პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 15– 16 მარტს საქართველოს უმეტეს რაიონში მოსალოდნელია ნალექიანი ამინდი.

16 მარტს ზოგან იქროლებს დასავლეთის მიმართულების ქარი. ჰაერის ტემპერატურა 15 მარტს +13, +18 გრადუსის ფარგლებში იქნება, ხოლო 16 მარტს დასავლეთ საქართველოში +9, +14 გრადუსამდე დაიკლებს.


ქ. თბილისში მცირე წვიმაა მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა +14, +16 გრადუსის ფარგლებში დაფიქსირდება.

კომენტარები