საქართველო-ბრიტანეთი

კანდელაკი: ბრიტანეთის მოკლულ მოქალაქეზე ჯანელიძის განცხადება არაკომპეტენტურია 

0 კომენტარი

ევროპული საქართველო საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებას არაკომპეტენტურს უწოდებს. საქმე მიხეილ ჯანელიძის მიერ დიდ ბრიტანეთში რუსეთის მიერ დიდი ბრიტანეთის მოქალაქის ქიმიური იარაღით მოწამვლის შესახებ ტვიტერზე გაკეთებულ შეფასებას ეხება.

ჯანელიძემ დაწერა, რომ "მკაცრად გმობს ნერვულ-პარალიზებადი ნივთიერების გამოყენებით სოლსბერიში მომხდარ თავდასხმას. საქართველო ბრიტანელი ხალხისა და მთავრობის გვერდით დგას. სრულ მხარდაჭერას ვუცხადებთ ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორს, გაერთიანებულ სამეფოს სიმართლის დადგენის საქმეში“. 

ევროპული საქართველოს განცხადებით, "მაშინ როცა გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრმა ტერეზა მეიმ და ამერიკის შეერთებულმა შტატებმა დარწმუნებით განაცხადეს ამ მტრულ აქტში რუსეთის ხელისუფლების პასუხისმგებლობის შესახებ, მინისტრი ჯანელიძე, რუსეთის ხელისუფლების მსგავსად, „სიმართლის დადგენის“ აუცილებლობაზე საუბრობს. ამგვარი განცხადება, როგორც მინიმუმ, არაკომპეტენტურია და საქართველოს მოკავშირეების, პირველ რიგში დიდი ბრიტანეთის მიმართ უპატივცემულობას გამოხატავს". 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

VIDEO: რუსი ჟურნალისტი, ალეკსანდრ ნევზოროვი განდაგანას ფონზე მაისურს GEORGIA-ს აწერს

კომენტარები