ჟენევის მოლაპარაკებები

ევროპული საქართველო ჟენევის მოლაპარაკებების წინ პრემიერს პარლამენტში იბარებს

საგარეო საქმეთა სამინსტრო

ევროპული საქართველო ჟენევის მოლაპარაკებების წინ პრემიერს პარლამენტში იბარებს. პარტიაში აცხადებენ, რომ მდგომარეობის სერიოზულობიდან გამომდინარე ეს აუცილებელია.

"აუცილებლად მიგვაჩნია, მომავალ კვირას, ჟენევის მოლაპარაკებების მორიგი რაუნდის წინ, პარლამენტში პრემიერმინისტრ კვირიკაშვილის გამოცხადება. აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით საპარლამენტო უმცირესობის სხდომაზე უკვე დაბარებული გვყავს საგარეო საქმეთა მინისტრი რომელიც კანონის თავს არიდებს საკუთარი მოვალეობის შესრულებას", - აცხადებენ პარტიაში. 

რამდენიმე დღის წინ საგარეო საქმეთა სამინისტრომ განცხადება გაავრცელა და იმედი გამოთქვა, რომ ჟენევის მომავალ რაუნდზე საქართველო შეძლებს მრავალი წლის მანძილზე არსებული ჩიხური მდგომარეობიდან გამოსასვლელად და კონფლიქტის მშვიდობიანად დასარეგულირებლად კონკრეტული ნაბიჯების გადადგმას.

უწყებამ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს უპასუხა, რომელმაც თავის მხრივ განაცხადა, რომ კმაყოფილები არიან კვირიკაშვილის მზაობით ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავებაზე. 

კომენტარები