16 მარტს თბილისის ზოგიერთ რაიონს ელექტრომომარაგება შეეზღუდება

newcastle.gov.za

თბილისის ზოგიერთ რაიონს 16 მარტს ელექტროენერგია შეზღუდვით მიეწოდება. ამის მიზეზად თელასი ქსელზე ახალი აბონენტების მიერთებას ასახელებს. 

გლდანის რაიონი

10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი დიდებას, სოფელი გლდანის, მუხიანის ნაკვეთების, მუხიანის IVბ მიკრორაიონის, მუხიანი-2 დასახლების, გლდანის მასივის I მიკრორაიონის, გურამიშვილის გამზირის, ხანძთის II შესახვევის, ხევძმარის, შეშელიძის, დავით სარაჯიშვილის, ქერჩის, ვარდისუბნის, გრემის და თერჯოლის ქუჩების მაცხოვრებლებს.

მიზნით 11 საათიდან 13 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გრიგოლ ხანძთელის ქუჩის მაცხოვრებლებს.

ნაძალადევის რაიონი

11 საათიდან 15 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ცოტნე დადიანის, ქსოვრელის და ღოღობერიძის ქუჩების მაცხოვრებლებს.

დიდუბის რაიონი

10 საათიდან 12 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მტკვრის მარჯვენა სანაპიროს, ლუბლიანას, აკაკი ბელიაშვილის, ახმეტელის, მიხეილ ჭიაურელის და ჩაჩავას ქუჩების მაცხოვრებლებს.

საბურთალოს რაიონი

11 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ბენდელიანის, კოსტავას, ცინცაძის (ნაწილობრივ) და მერაბ ალექსიძის ქუჩების მაცხოვრებლებს.

12 საათიდან 13 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ნუცუბიძის IV მიკრორაიონის (ნაწილობრივ) მაცხოვრებლებს.

13 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ფერმწერთა ქუჩის (ნაწილობრივ) მაცხოვრებლებს.

მთაწმინდის რაიონი

10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მთაწმინდის, ბესიკის, მესხის, ყიფიანის და ვეძინის ქუჩების მაცხოვრებლებს.

11 საათიდან 14 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ფურცელაძის, თაბუკაშვილის, ხაზინის და ფხოვის ქუჩების მაცხოვრებლებს.

"კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება" - აცხადებს თელასი.

კომენტარები