ფულადი გზავნილები

10 ქვეყანა, საიდანაც ყველაზე მეტი ფულადი გზავნილი შემოდის

telegraph.co.uk

ეროვნული ბანკის მონაცემებით, 2018 წლის იანვარ-თებერვალში საქართველოში ფულადი გზავნილების სახით $223 მილიონი შემოვიდა, რაც წინა წელთან შედარებით 25%-ით მეტია.

ფულადი გზავნილების უმთავრესი წყარო საქართველოდან უცხოეთში ემიგრირებული ქართველი მოსახლეობის მიერ გამოგზავნილი თანხებია, შესაბამისად, გზავნილების რეიტინგში ის ქვეყნები ლიდერობენ, სადაც მეტი ემიგრანტი ცხოვრობს.

ქვეყნების მიხედვით, გზავნილებში პირველ ადგილზე რუსეთია, საიდანაც $64 მილიონი გადმოირიცხა, $27 მილიონით მეორე ადგილზე იტალიაა. 

ფულად გზავნილებში ქვეყნების რეიტინგი

  1. რუსეთი - $64მილიონი, ზრდა წინა წელთან 13%
  2. იტალია - $27.8 მილიონი, ზრდა წინა წელთან 42%
  3. საბერძნეთი - $25.7 მილიონი, ზრდა წინა წელთან 32%
  4. ისრაელი - $23.5 მილიონი, ზრდა წინა წელთან 68%
  5. აშშ - $18.9 მილიონი, კლება წინა წელთან 4%
  6. თურქეთი - $18.7 მილიონი, ზრდა წინა წელთან 35%
  7. გერმანია - $5.8 მილიონი, ზრდა წინა წელთან 30%
  8. ესპანეთი - $5.7 მილიონი, ზრდა წინა წელთან 27%
  9. უკრაინა - $4 მილიონი, ზრდა წინა წელთან 17%
  10. აზერბაიჯანი - $2.7 მილიონი, ზრდა წინა წელთან 8%

2017 წლის განმავლობაში საქართველოში ფულადი გზავნილების სახით $1.37 მილიარდი შემოვიდა, რაც წინა წელთან შედარებით 20%-ით მეტი იყო.

კომენტარები