კრიმინალი

სოფელ კაზრეთში მამაკაცი მოკლეს, დაკავებული ბრალდებული მისი ნათესავია

ბოლნისის რაიონის სოფელ კაზრეთში 54 წლის მამაკაცი ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღით მოკლეს. მკვლელობაში ბრალდებული უკვე დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ის მოკლულის ნათესავია.

გამოძიების ინფორმაციით, მოტივი ვალის გადაუხდელობა გახდა. მოკლულს ბრალდებულის 7000 აშშ დოლარი ემართა და გადახდას ვერ ახერხებდა.

ბრალდებული 55 წლის მამაკაცი მკვლელობიდან რამდენიმე საათში, კაზრეთში, საკუთარ სახლში დააკავეს. პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი ნივთმტკიცებად ამოიღო. დანაშაული 4-დან 15 წლამდე ვადით პატიმრობას ითვალისწინებს.

კომენტარები