ე.წ კანონიერი ქურდი

შსს: ბელარუსიდან დეპორტირებული ე.წ კანონიერი ქურდი დავაკავეთ

0 კომენტარი
შინაგან საქმეთა სამინისტრო ფოტო: georgiaabout.com

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით ე.წ კანონიერი ქურდი დააკავეს. 1973 წელს დაბადებული ს. შ. წარსულში ნასამართლევია და ის მაშინ დააკავეს, როცა ბელარუსიდან დეპორტირების შემდეგ საქართველოში ჩამოფრინდა. 

"გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებული 1993 წლიდან ე.წ. ქურდულ სამყაროში აღიარებულია „კანონიერ ქურდად“. ასევე დადგინდა, რომ იგი ბოლო წლების განმავლობაში რუსეთის ფედერაციაში იმყოფებოდა და ე.წ. „ქურდულ გარჩევებში“ აქტიურად მონაწილეობდა. გამოძიება კანონიერი ქურდობის ფაქტზე მიმდინარეობს. შინაგან საქმეთა სამინისტრომ მოამზადა საკანონმდებლო პაკეტი, რომლის განხილვა საქართველოს პარლამენტში მიმდინარეობს. აღნიშნული კანონპროექტის თანახმად, ქურდული სამყაროს საქმიანობის მხარდაჭერა, ქურდული შეკრების ორგანიზება, ქურდული სამყაროს წევრისთვის ან კანონიერი ქურდისთვის მიმართვა დანაშაულად ცხადდება, ქურდული სამყაროს წევრობისა და კანონიერი ქურდობისთვის სასჯელი კი მკაცრდება." - წერია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

.დანაშაული  7-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

დააკავეს პირი, რომელმაც დიდ დიღომში ქალი ყელის არეში ცივი იარაღით დაჭრა

კომენტარები