ქართული ოცნების ნარკოპოლიტიკა

შსს: კვლავ აქტიურად ვებრძვით ნარკოდანაშაულს და ნარკოტიკების რეალიზაციას

შინაგან საქმეთა სამინისტრო
georgiaabout.com

"შინაგან საქმეთა სამინისტრო კვლავ აქტიურად ებრძვის ნარკოდანაშაულს და ნარკოტიკების რეალიზაციას" - განაცხადა შსს-ის წარმომადგენელმა დღეს გამართლ ბრიფინგზე. 

უწყების ცნობით, სამართალდამცავებმა ბოლო 2 კვირის მანძილზე თბილისში, შიდა ქართლში, მცხეთა-მთიანეთში, სამცხე-ჯავახეთში, სამეგრელოში, გურიასა და აჭარაში 2 კილოგრამზე მეტი სხვადასხვა ტიპის ნარკოტიკული საშუალება ამოიღეს. 

"კერძოდ: განსაკუთრებით დიდი ოდენობით ჰეროინი, "სუბოქსინი", "პრეგაბალინი", "ბუპრენორფინი", ე.წ. "ექსტაზი", "მდმა" და სხვა. ამავე პერიოდში, ნარკოდანაშაულისთვის დაკავებულია 19 პირი - აქედან -  საქართველოს  14, სომხეთის 1, აზერბაიჯანის 1 და ირანის 3 მოქალაქე. პოლიციამ ირანის 2 მოქალაქე თბილისში ნარკოდანაშაულისთვის დააკავა. მათი დროებითი საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას ამოღებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით  "ექსტაზი". გარდა ამისა, ამოღებულია  დაახლოებით, 2 000 აბი სხვადასხვა ნარკოტიკული საშუალება. რამდენიმე დღის წინ, სამართალდამცველებმა სომხეთის რესპუბლიკის მოქალაქე დააკავეს, რომელიც ნარკოტიკებს სისტემატურად ყიდდა. პოლიციამ ნივთმტკიცებად ამოიღო 702 მინის პატარა ფლაკონში მოთავსებული ტეტრაჰიდროკანაბინოლის შემცველი სითხე და  ნარკოტიკული საშუალების რეალიზაციის შედეგად მიღებული ფული - 171 ათას 250 ლარი.
მის მიერ ჩაედენილი დანაშაული 8-დან 20 წლამდე ვადით ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს," - წერია შსს-ის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

კომენტარები